|
2018-03-14 12:02:27, 1868 ნახვა
ეკონომიკა
პროექტს „დანერგე მომავალი“ ორი კომპონენტი - სუფრის ყურძენი და ფისტა ემატება
პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის. კერძოდ, როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მას ემატება სუფრის ყურძნის წარმოებისა და ფისტას კულტურის თანადაფინასნების კომპონენტი: „მოგეხსენებათ უკვე სამი წელია წარმატებით ხორციელდება ეს პროექტი. ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. 4 ათას 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები საქართველოში. სახელმწიფო აფინანსებს, 70%-ს ნერგების საფასურს და ასევე წვეთოვან სარწყავ სისტემაზე არის 50% -იანი გრანტი გათვალისწინებული. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეული ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ 2 ახალ კულტურას, ეს გახლავთ სუფრის ყურძნის წარმოება, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ასევე ფისტას კულტურა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში ბაზრებზე, საქართველოში არის ფისტას წარმოების ძალიან კარგი შესაძლებლობა, სუფრის ყურძენი სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, დღეს თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის, მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება, ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით და რა თქმა უნდ ადგილობრივი სასოფლიო-სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)