|
2018-03-13 12:56:21, 2071 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2017 წელს, რომელიც 2016 წლის მონაცემს 16 პროცენტით აღემატება, ისტორიული მაქსიმუმია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიცაა რეინვესტირების ზრდა, რომელმაც წინა წელთან შედარებით 129-პროცენტიანი მატება აჩვენა და 700 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. „პირველ რიგში, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ესტონური მოდელი, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან დაინერგა, რეალურად მუშაობს. გასულ წლებში საშუალოდ რეინვესტირება ქვეყანაში დაახლოებით 300 მლნ დოლარის ფარგლებში ხორციელდებოდა. შესაბამისად, სხვაობა 2017 წლის მაჩვენებელთან, არის ის თანხა, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან შეიძლებოდა გასულიყო. კომპანიებმა, რომლებმაც მოგება ნახეს, მიიღეს გადაწყვეტილება, მოგება საქართველოში დატოვებინათ და მოეხდინათ რეინვესტირება, შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. „რატომ არის სასიხარულო ინვესტიციები? მას მოყვება ცოდნა, ინოვაციები, ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ამ მიმართულებით არის სასიხარულო ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციების ზრდაზე. ეს არის პირდაპირი ასახვა ჩვენს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობას," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ჩვენ ვართ რეკორდულ მაქსიმუმზე. ამ რეკორდული მაქსიმუმიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი რეფორმები მუშაობს. რეფორმა რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ახლა იკრებს ინერციას. როგორც გათვლილი გვქონდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს რეფორმა გაცილებით მეტ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და კუმულატიურად ჩვენ დიდ ეფექტს მივიღებთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკურ ზრდაშ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)