|
2018-03-07 16:16:39, 1948 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გაიმართება
„ჩვენ შევთანხმდით, რომ „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ შეხვედრის გამართვა მოხდება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის დონეზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შეხვედრა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მსგავსი ფორმატის ფარგლებში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, როგორ უნდა გავხადოთ უფრო ღრმა ის დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ ორმხრივ ფორმატში. ეს ფორმატი ასევე იძლევა საშუალებას, განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა“. EWG-ის შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეს დავით ზალკალიანი. ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი. (NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)