|
2018-02-26 19:55:25, 2072 ნახვა
ეკონომიკა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 103.0 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 21.9 მლრდ ლარს მიაღწია. „ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 426.6 მლნ ლარით (4.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 323.6 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.9 მლრდ ლარის (3.0 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით მეტი). 2018 წლის იანვრის განმავლობაში 3.0 პროცენტით ანუ 341.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 11.6 მლრდ ლარს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.66 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 1.75 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.84 პროცენტული პუნქტით)“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)