|
2018-02-21 17:56:41, 2148 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ფოსტის ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მიმართ მოთხოვნა რეგიონებიდან უკვე საკმაოდ მაღალია
„საქართველოს ფოსტამ“ ორი კვირის წინ საზოგადოებას ახალი პროდუქტი „მალეო“ წარუდგინა და დღეისათვის საიტზე უკვე დარეგისტრირებულია 1 200-მდე მომხმარებელი. მათგან თითქმის 60% საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელი გახლავთ, მათ შორის ისეთი მაღალმთიანი რეგიონებიდან როგორებიცაა მესტია, ქედა, ყაზბეგი და სხვა. „ჩვენ ვამაყობთ პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგებით, ვინაიდან ამ პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართულობა იყო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისა და ინტერესისთვის. დღეს მივიღეთ პირველი ამანათები, რომელთა გატანასაც მომხმარებლები ხვალიდან შეძლებენ. „საქართველოს ფოსტა“ აფასებს თითოეული მომხმარებლის ნდობას და ჩვენ ყოველთვის გავამართლებთ მათ მოლოდინებს.“ - აცხადებენ კომპანიაში „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა.
(R)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)