01:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 11:27:41, 1644 ნახვა

კომენტარი
განათლების მინისტრი: ავტორიზაცია შეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის მობილობა გამოცხადდება

"სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც მაღალი აკადემიური ხარისხი გააჩნია", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩხენკელის თქმით, რამდენიმე უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა,  თუმცა მინისტრის განმარტებით, ავტორიზაცია შეჩერებული სტუდენტებისთვის  მობილობის პროცესი გამოცხადდება.

"რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია, სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე.  მინდა, პირველ რიგში მივმართო ავტორიზაცია შეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს, მე ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია. მაგრამ მინდა ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics