|
2018-02-21 10:40:50, 1643 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ის დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა
ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებები წარადგინა, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგადასახადო ცვლილებები ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა და ეს ყველამ უნდა გაიგოს: „მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე - 5%-დან 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს მოიცავს. ძალიან მასშტაბური ცვლილბებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთარებით, ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელს ქვეყანაში მაქსიმალურად ყველამდე მივიტანოთ ეს ცვლილებები, ეს სიკეთე, რომელსაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან კარგია, რომ ყველამ გაიგოს ეს შესაძლებლობა და ეს უდიდესი შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინისტრაციული ტიპის შემსუბუქება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს საკუთარი დროის ძალიან პატარა მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებების ჩადებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალებზე უკვე ფინანსთა მინისტრს ექნება საუბარი მცირე მეწარმეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)