04:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 12:43:56, 1676 ნახვა

კომენტარი
დოლიძე მეთოფიშვილზე: როდესაც მოსამართლე ასე ექცევა კოლეგას, წარმომიდგენია როგორი სტანდარტით ასამართლებს ის ადამიანებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაცია, რომელთანაც ის თანამშრომლობდა ჰოლანდიაშია რეგისტრირებული.

"ორგანიზაცია, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი, არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული, რომლის ამოცანაც იყო და არის რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. უმეტესი საქმეები ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ამ ორგანიზაციის მიერაა წარმოებული. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლე დადის ჭორაობის დონეზე. როდესაც ეს მოსამართლე ასე ექცევა კოლეგას, წარმომიდგენია როგორი სტანდარტით ასამართლებს ის ადამიანებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, თუ რა სავალალო მდგომარეობაცაა ჩვენს სასამართლოში და რამდენად სწრაფად სჭირდება მას რეფორმები. ეს არის ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს იმავე ხაზს, რაც მანამდე იყო. ეს არის შავი პიარკამპანია იმისთვის, რომ ყურადღება გადატანილ იქნეს იმ პრობლემებიდან, რომელიც აქვს მართლმსაჯულებას. ეს არგუმენტი არის პირდაპირი გაგრძელება 2015 წელს ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაჟღერებული სიცრუისა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბწოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. 

"ქალბატონი ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა. ამ პერიოდში, როდესაც ის აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, ამ ორგანიზაციას აქვს შეტანილი სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა იუსტიის უმაღლესი საბჭოს წევრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics