|
2015-05-15 12:00:04, 463 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური ალბანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოსა და ალბანეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ალბანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ერხონ ლუჩიმ დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში არსებული პოტენციალის ზრდას. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. განსაკუთრებით კი, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში მიღწეული წინსვლის გაზიარება, სწორედ ამ მიზნით საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა ალბანეთის დელეგაცია, რათა ადგილზე გაეცნოს ქართულ გამოცდილებას“, - განაცხადა ერხონ ლუჩიმ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)