|
2018-02-15 19:02:43, 2219 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: აზერბაიჯანი ენერგეტიკის დარგში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ენერგეტიკის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დადებითად შეფასდა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ენერგეტიკის დარგში. „ვიმედოვნებთ, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის და განვითარდება ახალი მიმართულებებითაც“, - აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა. სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც პრიორიტეტულია ჰიდროენერგეტიკულ სექტორში, ასევე განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანას გააჩნია განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, რაც იძლევა არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარების მნიშვნელობა, რომლის საშუალებით საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განაცხადეს, რომ გახსნილები არიან სათანამშრომლოდ ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)