|
2018-02-14 14:11:29, 2042 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს თანხის SMS კოდით განაღდება - ჩარიცხვის შესაძლებლობა შესთავაზა
ვითიბი ბანკი თავის მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს. ბანკომატიდან თანხის გამოტანა, ახლა უკვე ბარათის გარეშე, ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით არის ხელმისაწვდომი. SMS კოდის მიღება შესაძლებელია ვითიბი ბანკის დისტანციური არხებით (ინტერნეტ ბანკი, ვიდეო ბანკი, Mobile Pay-ს აპლიკაცია). ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ანგარიში და მიუთითოს თანხის ოდენობა, რის შემდეგადაც მიიღებს სმს კოდს. აღნიშნული კოდის ბანკომატში შეყვანისას, შესაბამისი თანხის განაღდება ხდება შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია SMS კოდი მესამე პირისთვის თანხის ჩასარიცხად გამოიყენოს. SMS კოდის გადაცემის შემდეგ მესამე პირს შეუძლია თანხის მიღება ინტერნეტ ბანკით ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის სახით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია ვითიბი ბანკის საბარათე ანგარიშის მფლობელი ყველა კლიენტისთვის. SMS კოდით, ერთჯერადად, 500 ლარის განაღდებაა შესაძლებელი. სერვისით სარგებლობა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებით რეგისტრაციის გავლას ან ბანკში ვიზიტს.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)