|
2018-02-08 17:41:49, 1883 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მასპინძლობს
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი სტუმრობს. ესტონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. ესტონეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართეს. ლევან იზორიამ კოლეგას ესტონეთის დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი პოლიტიკური თუ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ეროვნული გვარდიისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კუთხით ესტონეთის გამოცდილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა. იური ლუიკის განცხადებით, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ესტონეთსაც საქართველოს მსგავსი თავდაცვის მოდელი აქვს პროფესიულ და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში. შეხვედრის შემდეგ, იური ლიუკმა და ლევან იზორიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მანამდე კი, მინისტრებმა ხელი თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშრომლობის გეგმის მიხედვით ესტონეთი სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და კიბერუსაფრთხოების ბიუროში შეხვედრას გამართავს. (NS)
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)