|
2018-02-05 20:08:24, 1972 ნახვა
პოლიტიკა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განხილვა, ერთი კვირით გადაიდო
„შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, კომიტეტის სხდომაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას თხოვნით ერთი კვირით გადაიდო. მისი განაცხადებით, გარკვეულ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციებია საჭიროა. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, კანონპროექტის მიმართ თავის დროზე ბევრი შენიშვნა გამოითქვა, პოზიციების შეჯერებისთვის საკმაოდ დიდი სამუშაოც ჩატარდა, ისე რომ პრინციპულ საკითხებზე პარლამენტში შეთანხმება მიღწეულია, რაზეც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაც მეტყველებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საბოლოოდ შეჯერდებიან და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეჯერებულ ვარიანტს გაიტანენ. მისი თქმით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, მასში გათვალისწინებულია როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესები. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აღნიშნულ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებს. საკანონმდებლო პაკეტშია ასევე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოახდინა კანონპროექტის - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ინიცირება. კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონით დადგენილი სანქციის ამოქმედების ვადის „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონით დადგენილი ძირითადი ნორმის იმპლემენტაციის ვადასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)