|
2018-02-05 09:37:14, 2100 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. ასევე, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე. პლენარული სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან. ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი არიან.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)