18:00 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 14:08:40, 2632 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კომერციული ატაშეს შესარჩევად კონკურსის გამოსაცხადებლად მზად ვართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომერციული ატაშეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მან ისაუბრა იმ დაბრკოლებაზე, რის გამოც აქამდე კომერციული ატაშეს შესარჩევად   კონკურსები არ გამოცხადდა:

„გამომდინარე იქედან, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში, თქვენ გახსოვთ, რომ შევიდა ინვესტინ ჯორჯია, გამსხვილდა აწარმოე საქართველო, რაღაც პერიოდი იყო გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა კომერციული ატაშეები ჩასულიყვნენ „აწარმოე საქართველოში“, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დარჩებიან ეკონიომიკის სამინისტროს დონეზე იმისათვის, რომ  დონე უფრო მაღალი იყოს და ამას აღარ დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები,  წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ცვლილებები  სჭირდებოდა, ეს იყო ერთ-ერთი დაბრკოლება, რატომაც არ გამოცხადდა კონკურსები“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ კომერციული ატაშეების დაკომპლექტება მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში მოხდება.

„მზად ვართ კონკურსების გამოსაცხადებლად და სავარაუდოდ შემდეგი რამოდენიმე თვის განმავლობაში  ჩვენ ამას დავაკომპლექტებთ. გვინდა, საუკეთესო კადრით დაკომპლექტდეს იმიტომ, რომ მოლოდინი მაღალი გვაქვს“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომერციული ატაშეები  საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში დაინიშნებიან და მათი მიზანი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics