|
2018-01-25 11:55:58, 2340 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის ვადა გაუზარდა
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის ლულა და სილვას საქმეზე გამოტანილი განაჩენი მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა და მას პატიმრობის ვადა 9-დან 12-წლამდე გაუზარდა. აქედან გამომდინარე ლულა, შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გასული წლის ზაფხულში სასამართლომ ლულა და სილვა კორუფციაში და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 72 წლის ექს-პრეზიდენტს 9 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების თანახმად, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანია OAS-სგან, სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-თან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის სახით პენტჰაუსი მიიღო. ლულა და სილვა ამ დრომდე თავისუფალია, ყველა ბრალდებას უარყოფს და უახლოეს დღეებში ეთიოპიაში გამგზავრებას გეგმავს. ის განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)