|
2018-01-24 13:40:19, 3264 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი: სადავო ტენდერებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებას ეხმაურება. გურჩიანის თქმით, ხეჩიკაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით საუბრისას იგი მომჩივანის მხარის პარტნიორად მოიხსენია. „ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და მაყურებელი, როცა იმ ყბადაღებულ კარტელურ გარიგებებთან დასმულ შეკითხვაზე, ტვ პირველის ეთერში, მან მომჩივანის მხარის პარტნიორად მომიხსენია. მინდა გითხრათ, რომ მე არასოდეს არ ვყოფილვარ იმ კომპანიის პარტნიორი, ვინც ახლა ამ თემებზე დავობს. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, რომ ყველა იმ ტენდერში, სადაც კი ჩემს კომპანიას , "ტოიოტა ცენტრ თბილისს",მონაწილეობა მიუღია, ჩვენ არ შეგვინიშნავს რაიმე მსგავსი ტენდენცია. ხოლო იმ ტენდერებთან დაკავშირებით, რაზეც მიდის დავა, ჩვენ საერთოდ არ ვმონაწილეობდით და აქედან გამომდინარე, საქმის კურსშიც არ ვართ, რა ხდებოდა. ზოგადად, ასეთ დიდ მრავალერთეულიანი მანქანების ტენდერებში ჩვენ ბოლო 10 წელია, საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა. შესაბამისად, იყო იქ რაიმე უკანონო თუ არა, მე ნამდვილად არ ვიცოდი და არც შეიძლებოდა მცოდნოდა“, - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)