|
2018-01-24 13:04:21, 2999 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სპეციალურ პროკურორს დონალდ ტრამპის დაკითხვა სურს
ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი დაიკითხა. BBC-ის ინფორმაციით, სეშნსი სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მუელერმა გასულ კვირას დაკითხა. სეშნსი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მოქმედი წევრია, რომელმაც ამ საქმეზე ჩვენება მისცა. გამოძიება დაინტერესებულია კავშირით, მთავარ პროკურორსა და აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩს, სერგეი კისლიაკს შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას. მუელერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკ ფლინისა და ჯეიმს კომის სამსახურიდან განთავისუფლების გადაწყვეტილების გამო, ახლო მომავალში ტრამპის დაკითხვაც სურს. ტრამპმა განაცხადა, რომ „სულაც არ ღელავს ამ საკითხთან დაკავსირებით“. თუმცა, ანონიმური წყაროს ცნობით, ტრამპის ადვოკატები პრეზიდენტის ენთუზიაზმს არ იზიარებენ და დაკითხვის წინააღმდეგები არიან. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ პროკურორად, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი 16 მაისს დანიშნა. აშშ რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზის გატეხვასა და ინფორმაციის „ვიკილიქსისთვის“ გადაცემაში ადანაშაულებს.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)