|
2018-01-23 17:55:29, 2391 ნახვა
სამართალი
ანატოლი ბერძენიშვილის მეუღლე: ჩემს ქმარს ჩატაევთან ან მისი დაჯგუფების წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახის წევრები, მის ახმედ ჩატაევთან შესაძლო კავშირს უარყოფენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ბერძენიშვილს თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა სამსახურის გამო უწევდა. "ჩემ ძმას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მუშაობს აჭარაში, იქ აშენებს ეკლესიებს და ძალიან პატიოსანია. თურქეთში გადასვლა უწევს ხოლმე, რაზეც ახლა საუბრობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ეხება ეკლესიას. ჩატაევთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქოდა. არც გვინახავს ეგ პიროვნება. სარფში ააშენა ეკლესია, იქ მუშაობდნენ და უწევდა თურქეთში. ახლა ქედაში ამთავრებენ მშენებლობას", - განაცხადა დაკავებულის დამ, ტატიანა ბერძენიშვილმა. ბერძენიშვილის მეუღლის, ვიქტორია გარადავიდოვას ინფორმაციით, მათი სახლიდან სამართალდამცველებმა ერთი კომპიუტერი წაიღეს. "გუშინ სახლში ვიყავი და არ ვიცოდი რა ხდება. მეზობელი მოვიდა და მითხრა - შენი ქმარი და შვილი წაიყვანესო. სახლში ერთი კომპიუტერი გვქონდა და ის წაიღეს. არანაირი კონტაქტი ჩატაევთან ან მისი დაჯგუფების სხვა წევრებთან არ ჰქონია. მსგავსი არაფერი ყოფილა. თავის არქიტექტორთან ერთად პერიოდულად გადადიოდა თურქეთში", - განაცხადა მეუღლემ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)