04:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 12:58:44, 349 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ნატო-ს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში 13-14 მაისს ნატო-ს მინისტერიალი იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიის, ,,მტკიცე მხარდაჭერის’’, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თამარ ბერუჩაშვილი  ასევე დაესწრება შეხვედრას ,,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის’’ ფორმატში, რომელიც მიეძღვნება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია თამარ ბერუჩაშვილის  ოცამდე ორმხრივი შეხვედრა.

ნატო-ში საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, განხილული იქნება რეგიონში განვითარებული მოვლენები, საქართველოში მიმდინარე საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.   შეხვედრებზე მთავარი ფოკუსი ასევე გაკეთებული იქნება ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პერიოდზე, რათა სამიტზე ადექვატურად იყოს ასახული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics