|
2018-01-22 15:19:52, 2221 ნახვა
მსოფლიო
„ეს არის ცირკი“ - კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა
კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა. შესვენების გამოცხადების მიზეზი დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილები და ხმაური გახდა. სააკაშვილი მიმდინარე პროცესს ცირკს უწოდებს და აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის ხელისუფლება დამარცხდება „ეს სასამართლო არ არის სასამართლო, ეს არის ჩვეულებრივი ცირკი. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ხალხი ხედავს სად არის სიმართლე, ეს ყველაფერი მიდის პირდაპირ ეთერში, ჩვენთვის ეს არის ტრიბუნა და საბოლოო ჯამში ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვეულებრივი ხალხი, ათობით მილიონი უკრაინელი არის ჩვენს მხარეს. რამდენიმე ასეული ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არიან, არაფერს ნიშნავს. პოლიციაში, სამართალდამცავ ორგანოებში, ხალხი ვერ იტანს მთავრობას", - განაცხადა სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)