20:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 14:39:04, 1933 ნახვა

სამართალი
პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მომდარი მკვლელობის საქმეში „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტი არ არსებობს

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში გრიფით საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს.

"მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მოსამართლემ საქმეს ბრალდების მხარის ახალი მტკიცებულებები დაურთო. ახალი მკტიცებულებების დართვას დაცვის მხარეც დაეთანხმა. დღესვე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა და ის უცვლელად ძალაში დატოვა.

არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 25 იანვარს, 16:30 საათზე ჩაინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics