|
2015-05-11 17:09:50, 361 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი: საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგს, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება
"საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგს, რომელიც გახდება მაგალითი მისი მეზობელი ქვეყნებისთვის და საბოლოოდ სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს",-ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა 150 მილიონიან გრანტს მიიღებენ. "ვიზალიბერალიზაციის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ საკმაოდ პოზიტიური მოხსენება, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში ამ პროცესს ძალიან სწორი რეაქციები მოჰყვა.რომ დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, აქაცაა პოზიტიური დინამიკა.აღინიშნება ექსპორტის ზრდა, რომელმაც 2014 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე წინა წელთან შედარებით 8%-ით მოიმატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ქვეყანა, ისე ბიზნეს საზოგადოება ამ ზრდისთვის მზად უნდა იყოს და მოთხოვნებისთვის, რომელსაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. ჩვენ გამვოყოფთ ახალ 150 მილიონიან საკრედიტო ხაზს გრანტის სახით, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესისათვის კრედიტების გაცემას და გადანაწილდება საქართველოზე უკრაინასა, და მოლდოვაზე. ვაგრძელებთ ეკონომიკის სტიმულირებას იმისათვის, რომ სასურველი შედეგები მივიღოთ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგს, რომელიც გახდება მაგალითი მისი მეზობელი ქვეყნებისთვის და საბოლოოდ სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს",-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)