|
2015-05-11 16:03:03, 334 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ნატოს უელსის სამიტიდან მეტს ველოდით
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ნატოს უელსის სამიტიდან უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ. როგორც უსუფაშვილმა ქართულ-გერმანული სტრატეგიის ფორუმზე განაცხადა, რეგიონში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოს წარმომადგენლები ორგანიზაციის გაფართოების აუცილებლობას უნდა ხედავდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, უფრო მეტი იმუშაოს, რათა ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. „საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მყარდება. გერმანიამ თანამედროვე ევროპული სახლის მშენებლობას სათავე დაუდო და დღესაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება. ჩვენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაგვიმალავს, რომ ნატოს უელსის სამიტიდან მეტს მოველოდით, მაგრამ ახლა მობილიზებულები ვართ იმის იმპლემენტაციაზე, რაც მივიღეთ და ამ პროცესში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ყოვლისმომცველი პაკეტის ღონისძიებებში უშუალოდ გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მას დაეკისრა კონკრეტული ფუნქცები ამ პროცესში. მოხარულები ვართ, რომ ასე ხდება. გვინდა ვირწმუნოთ, რომ კითხვები, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა არა თავად საქართველოს მზაობას ნატოში უფრო სწრაფი ინტეგრაციისათვის, არამედ სხვა პროცესებსა და მოვლენებს რეგიონში თუ მის მიღმა, იქნება ადექვატურად შეფასებული და დასკვა იქნება არა იქით, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა შეყოვნდეს და ეს არის სწორი რეგიონისთვის, მსოფლიოსა და საქართველოსთვისაც, არამედ პირიქით, პროცესი უნდა დაჩქარდეს და ეს იქნება უფრო ადექვატური პასუხი იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში განვითარდა. თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის, რაც მოხდა და ხდება უკრაინაში ყველაზე უკეთესი დასტურია იმის, რომ ნატო როგორც ორგანიზაცია და ნატოს წევრი სახელმწიფოები როგორც მისი დამფუძნებლები და შემადგენელი ნაწილები კიდევ უფრო მეტი სითამამით უნდა უყურებდნენ ნატოს გაფართოების არათუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას. ჩვენ ამ მიმართულებით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ ორმხრივი კონტაქტების დონეზე, ჩვენი არგუმენტები უკეთ დავასაბუთოთ და მეტი არგუმენტი მოვიყვანოთ არამხოლოდ საქართველოს გადმოსახედიდან, არამედ ზოგადად მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპის გადმოსახედიდან, რომ საქართველო ეს არის აუცილებელი კომპონენტი მშვიდობიანი და სტაბილური ევროპის და არა პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც დამატებითი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)