|
2017-12-21 13:18:14, 2162 ნახვა
ეკონომიკა
წინასაახალწლოდ „საქართველოს ფოსტა" სამუშაო დროს 2 საათით გაზრდის
25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრები გაზრდილი გრაფიკით იმუშავებენ. წინასაახალწლოდ საფოსტო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის, ფოსტის ახალი სერვისების მიმართ მაღალი ინტერესის გამო და მომხმარებელთა დიდი ნაკადის განტვირთვის მიზნით „საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრებში სამუშაო დრო 2 საათით - დილის 09:30 საათიდან 19:00 საათამდე გაიზრდება. წინასაახალწლოდ გაზრდილი დროის მონაკვეთში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სერვისცენტრების მომსახურებით: თბილისში - 0102, სადგურის მოედანი №2; 0167, გლდანის 1 და 2 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი; 0190, კახეთის გზატკეცილი №34 ბ; 0179, ი.ჭავჭავაძის გამზ. №21; 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. №69; 0160, პეკინის გამზ. №39; ქუთაისში - 4600, თამარ მეფის ქ. №56 და 4608, ზ.გამსახურდიას ქ. №32; ბათუმში - 6010, ხ.მელაშვილის ქ.№4 და 6004, ი.ჭავჭავაძის ქ. №90; ზუგდიდში - 2100, რუსთაველის ქ.№92; გორში - 1400, სტალინის ქ. №15 და რუსთავში - 3700, მეგობრობის გამზ. №9." „საქართველოს ფოსტა" წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ფოსტის" 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)