|
2015-05-09 14:41:20, 373 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ რუსი ბაიკერები დროშებით და ლენტებით არ შემოსულიყვნენ
ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ რუსი ბაიკერები დროშებით და ლენტებით არ შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ვაკის პარკში რუსი ბაიკერები იმყოფებიან, თუმცა მათ არც ლენტები და არც დროშები არ აქვთ. „უსაფრთხოება დაცულია ქართველი ბაიკერებიც არიან და მოსულები არიან ასევე სტუმრები, რუსეთიდან არიან ბაიკერები. შემოსულები არიან ეს ადამიანები აქ სეირნობენ პარკში. არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. მათ არც ლენტები აქვთ და არც დროშები. როგორც ეძახიან „ღამის მგლებზეა“ საუბარი, რომლებმაც გადმოკვეთეს საზღვარი რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ლარსიდან. ეს ადმიანიები ახლა არიან პარკში, ზოგმა დატოვა საქართველო და გადავიდა სომხეთში. ვინც არიან აქ რამდენიმე ადამიანი შემოსული, მოტოციკლეტები ყავთ სხვაგან და ფეხით შემოვიდნენ, ჩვეულბერივად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. რაც შეეხება კითხვას, შემოუშვებდნენ თუ არა ლენტებით და დროშებით რუს ბაიკერებს საქართველოს ტერიტორიაზე, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შემოუშვებდნენ. მისივე განმარტებით, სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ ბაიკერები დროშებით და ლენტებით არ შემოსულიყვნენ. ცნობისთვის, თბილისში ვაკის პარკთან ქართველი ბაიკერები შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებენ, შეკრების მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საქართველოში ჩამოსულ რუს ბაიკერებს „გეორგიევსკის ტრაქტატის“ ლენტებით სურთ შესვლა. როგორც ქართველი ბაიკერები აცხადებენ, ისინი რუს ბაიკერებს „ღამის მგლები“ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას მხოლოდ გმირთა მოედანზე მისვლისა და დაღუპული ქართველი გმირებისთვის პატივის მიგების შემდეგ მისცემენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)