|
2015-05-08 15:00:27, 374 ნახვა
პოლიტიკა
ან ბრასორი საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს ქართულად მიესალმა
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ან ბრასორი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ბრასორი ქართველ დეპუტატებს ქართულად მიესალმა და გამოსვლის დასასრულს ქართულად დაემშვიდობა. მან ქართველ ლიდერებს სტუმართ–მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე წავრსდგე და სიტყვით გამოვიდე, თუმცა ეს სიუპრიზი იყო ჩემთვის, მაგრამ მე ყოველთვის მირჩევნია მომზადებული ვიყო, ვიდრე ასე იმპროვიზირებული სიტყვით გამოვიდე. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ სტუმართ–მასპინძლობისთვის, რაც აქ მივიღეთ, ამ ქვეყანაში ყოფნის დროს. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვიდე ქვეყანაში და პიროვნულად შევხვდე ხალხს, გავიცნო ქვეყანა, ქვეყნის კულტურა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც მე დამხვდა, პრემიერს, პარლამენტის თავჯდომარეს, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის დეპუტატებს“, – აღნიშნა ბარსორიმ. ბრასორიმ ევროპის პარლამენტში საქართველოს წარმომადგენლებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ. „პრაქტიკულად ჩვენ ყველანი ვეკუთვნით ერთ ოჯახს, რომელიც დამყარებულია დემოკრატიაზე, კანონის აღსრულებასა და თავისუფლებაზე“, – განაცხადა ბრასორიმ. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში საჭიროა რეფორმები არჩევნების კანონში, სასამართლო სისტემაში. მისივე განცხადებით, დემოკრატიისა და კანონის აღსრულებლობისათვის საჭიროა, ქვეყანაში იყოს ძლიერი ინსტიტუციები. „ევროპის საბჭო თქვენს გვერდითაა, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ ყველაფერში, მხარი დაუჭიროს თქვენს კონსტიტუციას“, – აღნიშნა ან ბრასორიმ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)