|
2015-05-08 12:15:22, 362 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი 10 მაისს ბრიუსელში გაემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ კვირას ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარტლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ასევე ევრო კომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან. „შეხვედრების ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება რიგის სამიტი და ის მოლოდინი, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობას, ის პროგრესი და ის რეფორმები, რომლებიც გაატარა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე. განვიხილავთ ასევე ქვეყანაში და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას, მათ შორის საკითხებს უსაფრთხოების მიმართულებით და იმას, თუ რას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - “The Eastern Partnership – Partnership of Free Choice”, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის აუდიენცია მის სამეფო უდიდებულესობასთან ბელგიის მეფე ფილიპთან. გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში 10 მაისს გაემგზავრება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)