|
2017-11-30 19:27:02, 2219 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით, ისე საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამებისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და მისი იმპლემენტაციის ღონისძიებებს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე შეთანხმდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)