|
2017-11-29 19:17:02, 1774 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის გაუფასურებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურება უფრო მეტად სეზონურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ აღნიშნული მაჩვენებლები შარშანდელზე უკეთესია და ლოგიკურად, კურსი სტაბილური უნდა იყოს: „ჩვენი მოსაზრებით, ეს მაინც უფრო სეზონურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული.რაც უფრო მეტი რესურსი იქნება მოზიდული ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ლოკალურ ვალუტაში, კიდევ უფრო შეეწყობა ხელის ლარის სტაბილურობას. ფუნდამენტალურ მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ქვეყანა, ეკონომიკა საკმაოდ ნორმალურად ვითარდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის. კარგი მაჩვენებელია ტურიზმში, კარგი მაჩვენებელია ექსპორტში, გადმორიცხვებში.ეს მაჩვენებლები წელს უკეთესია, ვიდრე იყო შარშან. ლოგიკურია, რომ კურსი იყოს სტაბილური“,-აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)