14:18 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:33:27, 1860 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ გელენიძე: გარდაბანში 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური აშენდება

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სესიაზე  „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძე ისაუბრა:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში  საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა. ეკონომიკაში აღმოფხვრილია კორუფცია. ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება  დიდ საშუალებას აძლევს ბიზნესპარტნიორებს, რომ ბიზნესი გაფართოვდეს. საუბარია ფართო მასშტაბურ პროექტზე, ეს არის  300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური გარდაბანში, რომელიც თანამედროვე  ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით აშენდება", - განაცხადა გელენიძემ. 

ზურაბ გელენიძის განცხადებით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან „რავენადისთან“ და  „სიამსისთან“, რომლებსაც   ინფრასტრუქურის სფეროში 100 წელზე მეტი  გამოცდილება აქვთ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics