22:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 14:40:57, 411 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების შესახებ.  საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობას.

„საქართველო ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში... ჩვენ, განვიხილეთ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხები, რომელიც ევროპის საბჭოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და ჩვენ  ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან“,  - განაცხადა ან ბრასერმა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უკრაინის კონფლიქტიც განიხილეს.  

საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა  და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე  და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics