19:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 16:22:30, 466 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად გადაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის  კანცელარიას უკვე ჩაბარდა.

პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურებოდა. მარგველაშვილის გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების თხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ და პრემიერმა მიმართეს. 

ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები უცვლელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ისევ გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ენეგრეტიკის მინისტრის პოსტს კახი კალაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას  დავით სერგეენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი,  სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics