20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 14:32:02, 374 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ირაკლი ალასანიას შეცვლაზე ძალიან ნეგატიური რეაქცია მქონდა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მის კონპეტენციაში არ შედის, გადაწყვიტოს,  ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი, თუმცა ფიქრობს, რომ ამ უწყების ხელმძღვანელები ასე ხშირად არ უნდა იცვლებოდნენ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეფორმების პროცესში, თავდაცვის სფეროში  სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

,,თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით მე ხაზგასმით ვთქვი ის, რომ ასე ხშირად თავდაცვის მინისტრები არ უნდა იცვლებიდნენ. ქვეყანაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, ამ სფეროში განსაკუთრებული სტაბილურობაა საჭირო",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აქვე დასძინა, რომ  მას  ირაკლი ალასანიას შეცვლის გამოც, ნეგატიური რეაქცია ჰქონდა.

,,თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ალასანიას შეცვლაზეც მე ძალიან ნეგატიური რეაქცია მქონდა, ამ შემთხვევაშიც  მირჩევნია, ბევრად მეტი სტაბილურობა იყოს.  აქ არანაირი პოლიტიკური თემა არ არის, აქ არის ქართული არმია და ქართული ჯარი“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics