|
2015-05-06 11:14:22, 438 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საფრანგეთი ქართულ რეფორმებს გულშემატკივრობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და სახელმწიფოს რეფორმისა და გამარტივების დარგში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ ტიერი მანდონს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ელექტრონული მმართველობის დარგში მომავალ თანამშრომლობასა და 3-4 ივნისს თბილისში დაგეგმილ ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპულ კონფერენციას შეეხო. „ტიერი მანდონი საქართველოს გულშემატკივრობს იმ რეფორმების გზაზე, რომელთაც მოაქვს პროგრესი, რადგან თავად უდგას სათავეში საფრანგეთში მიმდინარე არაერთ გაბედულ რეფორმას ელექტრონული მმართველობის გაძლიერებისა და ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფის მიზნით. ამ სფეროებში ორ ქვეყანას ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი. აუცილებელია გამოცდილების გაზიარებაც. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის ჩემი სამინისტრო სოფლის ძველ ბიბლიოთეკებს საზოგადოებრივ ცენტრებად ისე, რომ ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციაც ხდება და იუსტიციის სახლის სერვისების შეტანა სოფლად ერთი ფანჯრის პრინციპით, და როგორ მოქმედებს ბატონი მანდონი, როცა ფრანგულ სოფლებში არსებულ ფოსტის შენობებს აძლევს ახალ სიცოცხლეს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით. პრიორიტეტი ქართულ და ფრანგულ სოფელში, ორივეგან ერთია − სახელმწიფო სერვისები უნდა იყოს ხალხთან ახლოს. შევთანხმდით, რომ მინისტრი ეწვევა საქართველოს ივნისში დაგეგმილ ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის დოკუმენტს ელექტრონული მმართველობის გაძლიერების, ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფის და პირადი მონაცემების დაცვით სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესის შემუშავების მიზნით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. შეხვედრას საქართველოლ ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონი და დესპანი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ. ცნობისთვის, საფრანგეთი და საქართველო 2014 წლის აგვისტოში ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) მმართველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს და მათ წარმოადგენენ საფრანგეთის მხრიდან − ტიერი მანდონი, საქართველოს მხრიდან კი − თეა წულუკიანი.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)