|
2015-05-05 14:00:04, 469 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის მონაწილეობა მთავრობის ფორმირების პროცესში არის ჩარჩენილი ნორმა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პრეზიდენტი მთავრობის ფორმირების პროცესში არ მონაწილეობს. როგორც მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ფუნქცია და ვალდებულებაა, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენა. მთავრობის ფორმირების პროცესში, ხმალაძის თქმით, მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო იღებენ მონაწილეობას. „ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქცია – მთავრობის შემადგენლობის განახლების შემთხვევაში პარლამენტს განახლებული შემადგენლობა წარუდგინოს, არის არალოგიკური და არაბუნებრივი ფუნქცია. პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთადერთი ვალდებულება, ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგონოს მთავრობის შემადგენლობა, მას არ აქვს უფლება რაიმე ცვლილება შეიტანოს მთავრობის შემადგენლობაში, უფრო მეტიც პრეზიდენტი არ მონაწილეობს მთავრობის ფორმირების პროცესში. არანაიერი ვალდებულება არავის არა აქვს, მთავრობის შემადგენლობის თაობაზე პრეზიდენთტან კონსულტაციები გაიაროს. თუკი სურვილი აქვთ ეს შეუძლიათ. ასეთი ვალდებულება არ არსებობს და არც არსებობდა არასოდეს. თუ გნებავთ ადრინდელი შემთხვევები გაიხსენეთ – პრეზიდენთან კონსულტახიები არ ხდებოდა, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში, არ მონაწილეობს არც აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში. ეს არის ორი კონსტიტრიციური სუბიექტის საქმე - პარლამენტის და მთავრობის, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის. ამიტომ აქ პრეზიდენტის მონაწილეობა უფრო არის ჩარჩენილი ნორმა – ადრე რომ არსებობდა, სხვა მოდელი რომ იყო“, - აღნიშნა ხმალაძემ.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)