|
2015-05-05 09:36:45, 389 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი საფრანგეთის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს შეხვდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი საფრანგეთის შს მინისტრ ბერნარ კაზნევს და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივან ფილიპ ლეგლიზ-კოსტას შეხვდება. შს მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და დოკუმენტების უსაფრთხოების სამმართველოს უფროსებსაც შეხვდება. „მინისტრის ვიზიტის მთავარი მიზანი რიგის სამიტამდე ევროპის სახელმწიფოთა პასუხისმგებელი პირებისათვის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის გაცნობაა. მინისტრი თავად მიაწვდის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გააკეთა საქართველომ დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით და რა რეფორმები გატარდა მიგრაციის მიმართულებით. თეა წულუკიანი სხვა მინისტრებთან ერთად აქტიურ სამუშაოს ატარებს რიგის სამიტამდე, რათა 21-22 მაისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასონ საქართველოს მიერ გაწეული ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმიანობა“, - აცხადებენ უწყებაში.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)