|
2015-05-04 20:01:52, 535 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა საჰაკიანის და ბიბილოვის შეხვედრის შესახებ ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი დაუკავშირდა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, ანატოლი ბიბილოვისა და სომხეთის პარლამენტის სპიკერის, გალუსტ საჰაკიანის შეხვედრის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ ანატოლი ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს, კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ საჰაკიანთან პირადი ხასიათის არაფორმალური კომუნიკაცია შედგა. შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, განხილული არ ყოფილა. ჰოვიკ აბრაჰამიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგრობულ დამოკიდებულებას.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)