16:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 10:53:54, 414 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი.

ვახტანგ გომელაური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს გერმანელ კოლეგასთან - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერთან და ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ ჰოლგერ მიუნხთან. შეხვედრა ეთმობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, საპოლიციო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა. 2014 წლის 8-10 ივლისს განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელი ბაზის მონახულება, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ბერლინის პოლიციის საქმიანობას გაეცნობა და სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრება. შეხვედრას ბერლინის პოლიციის ვიცე-პრეზიდენტი რალფ კრიუგერი უმასპინძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics