|
2015-05-02 16:17:16, 491 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში მივდივარ იმიტომ, რომ ჯარს ვემსახურო
„მე მოვდივარ იმიტომ, რომ ვემსახურო ჯარს და არა იმიტომ რომ მაგიდაზე ხელის დარტყმით ველაპარაკო“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ხიდაშელის თქმით, გავლენებით მართვა მისი სტილი არ არის. „გავლენებით მართვა არ არის ჩემი სტილი. მე გუნდური მმართვის ადამიანი ვარ. პარტნიორობით და თანამშრომლობით წარმომიდგენია ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, რადგან მგონია, რომ მაგიდაზე ხელის დარტყმით საქმეები არ კეთდება. საქმეები კეთდება მაშინ, როდესაც მე და თქვენ შევთანხმდებით თუ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის სწორი და მერე თანაბარი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ ამას. მე სხვანაირი მმართვა არ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის სამინისტროში, ისე როგორც ნებისმიერ ადგილზე, სადაც მიმუშავია ეს მუშაობის ყველაზე სწორი ფორმაა. განსაკუთრებით ეს ჯართან არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან, რომლებიც ყოველი ჩვენგანის სიცოხლის სადარაჯოზე დგანან . ისინი განსაკუთრებულ სიყვარულს, პატივისცემას და მოკრძალებას იმსახურებენ. მე მოვდივარ იმიტომ რომ მათ ვემსახურო და არა რომ მათ მაგიდაზე ხელის დარტყმით ველაპარაკო. მათ ვემსახურო იმ კეთლშობილურ საქმეში, რასაც ისინი ყოველ დღიურად აკეთებენ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. კითხვაზე, თუ როდის შეხვდება ის ჯარს, ხიდაშელმა განაცხადა, რომ გენერალური შტაბის უფროსის საქართველოში დაბრუნებას ელოდება. „აქ არ არის გენერალური შტაბის უფროსი. დაველოდები ბატონი კაპანაძის დაბრუნებას საქართველოში. ის შუა კვირაში ჩამოვა და ჩვენ ერთად შევხვდებით ჯარს. არამგონია სწორი იყოს, რომ ეს მის გარეშე გავაკეთო“, - განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მისი თქმით, მოადგილეები უკვე გადადგნენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო დანარჩენის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)