19:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 09:42:00, 366 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს

„მზად ვარ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შევხვდე, თუკი მას ამის სურვილი, დრო და ნება ექნება“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის იმ უწყების ხელმძღვანელია , რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის პრეზიდენტთან.

"მე ვარ საქართველოს მთავრობაში დღეს იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლოა ერთადერთია,ვისაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის  პრეზიდენტთან, როგორც  ამ შემთხვეაში ქვეყნის მთავარსარდალთან. ამიტომ ჩემი მხრიდან დღეს  კომენტარები იმაზე, დამაჯერებელია თუ არა,  რასაც პრეზიდენტი პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გადავადებაზე ამბობს, აბსოლუტურად არასწორი და  არაკორექტული მგონია.  იმ წუთიდან მოყოლებული, რაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრად დამნიშნა, მზად ვარ შევხვდე ქვეყნის პრეზიდენტს, თუკი მას ამის სურვილი, მზად ვარ შეხვედრისთვის ახლავე, დაუყოვნებლივ, ამ ეთერიდან წავიდე.  როდესაც ექნება მას სურვილი, დრო და ნება მზად ვარ შევხვდე და ვილაპრაკოთ ჩემს  საწყისზეც, გეგმებზეც და პრაქტიკულ საქმიანობაზეც ,  რას ვაკეთებთ ხვალ და ზეგ, როგორ ვთანამშრომლობთ, როგორც თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის მთავარსარდალი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics