|
2015-05-01 10:12:37, 481 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილმა სპორტის მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. ხეჩიკაშვილმა ლევან ყიფიანი შეცვალა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომის თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ყიფიანი მეშვიდე იყო ვინც მინისტრთა კაბინეტი დატოვა, შესაბამისად მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის გამოცხადება დასჭირდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ტარიელ ხეჩიკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართული სპორტის გაძლიერებას ხელი შეუწყოს. „რაც შეეხება სპროტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ბატონი ტარიელი გახლავთ პროფესიით სამართალმცოდნე. დღემდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი და ძალიან წარმატებული საავტომობილო ჰოლდინგის, იბერია ბიზნესჯგუფის პრეზიდენტი, დამფუძნებელი. მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სოწრედ სპორტულ სამყაროს უკავშირდებოდა. სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა სპორტული მუზეუმის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან აღადგინა ეს მუზემუმი, განადგურების პირას მყოფი ექსპონატები და ბატონი ტარიელი წლების განმავლობაში იყო ქართული სპორტის ქომაგი. მას ძალიან დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული სპორტის მიმართულებით. იგი არის ძლიერი მენეჯერი და ფეხბურთის განვითარების სამთვარობო კომისიის წევრიც. ამავე დროს 7 შვილის მამა. ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართული სპორტის გაძლიერებას და ახალგაზრდობის მაქსიმალურ მხარდაჭერას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)