|
2015-04-29 13:21:16, 366 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ყიფიანმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით მეორედ მიმართა
ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტის დატოვების თხოვნით, პრმიერ-მინისტრს მეორედ მიმართა. ამის შესახებ ყიფიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. ყიფიანის განმარტებით, პრემიერს გადადგომის შესახებ მაშინვე მიმართა, როცა სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის წევრების მიერ ბრალდებები მოისმინა. ყიფიანის თქმით, სიტუაციის გამწვავება არ სურდა, თუმცა მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა თავდაპირველად მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. ყიფიანმა კითხვაზე- ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის კომიტეტის წევრების პოზიცია ხომ არ დაიკავა და მის გადადგომასთან რაიმე კავშირი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ხომ არ ჰქონდა, განაცხადა, რომ ასე არ არის. "არაფრის დიდებით, ასე არ არის. პრემიერი ალბათ თავად გააკეთებს განცხადებას. ვიმეორებ, დეტალებში არ შევალ, ჩემი კონსულტაცია იყო მიმართვა პრემიერისადმი, რომელცი მინდა ვთქვა, რომ იყო მეორე, რამოდენიმე ხნის წინ მივმართე მას, როცა იწყებოდა ის ტალღა და ჩემი სურვილი იყო, არ გაღრმავებულიყო. მზად ვიყავი გადავმდგარიყავი, ეს რამოდენიმე ხნის წინ იყო, რაზეც მან არ დამიკმაყოფილა. დღეს ვთხოვე, რომ მინდა სპორტში დავრჩე, გავაგრძელო მოღვაწეობა, ეს იქნება განტვირთვა იმ პროცესებისა და ეს განტვირთვა მოხდება. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, მე მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინას, მინისტრად რომ დავინიშნე მისი დამსახურებაა",-განაცხადა ლევან ყიფიანმა. შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. ამის მიზეზად მან, სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის წევრების მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დაასახელა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)