|
2015-04-28 16:46:57, 379 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: შეიძლება სხვა მინისტრიც წავიდეს, ამაში პრობლემა არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისრტი ირაკლი ღარიბაშვილი ყველას მოუწოდებს, ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის გამო, აჟიოტაჟი ხელოვნურად არ ატეხონ და საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდა არ გააჩინონ. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი მთავრობის მიერ ხელახალი ნდობის მოპოვება იქნება საჭირო, ამაში პრობლემა არაფერიაა. პრემიერის განცხადებით, მთავრობა მუდმივ განახლებას საჭიროებს და მინისტრების წასვლა, ჩვეულებრივი მუშა პროცესია. „სულ ტყუილად ატეხეთ აჟიოტაჟი.მინდა მოგიწოდოთ ყველას, ხელოვნურად ნუ ეცდებით, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინოთ მოსახლეობაში. თუ საჭირო იქნება მთავრობის, ასე ვთქვათ, გადამტკიცება და ხელახალი ნდობის მოპოვება, არც ეს არის პრობლემა. ჩვენ ვართ გამჭვირვალე ერთი გუნდი და აქ არაფერია განსაკუთრებული. ივლისის თვეში როცა 7 მინისტრი გამოვცვალე, მაშინ ხელახლა მოვიპოვეთ ნდობა. ეს არის მუშა პროცესი. მთავრობა საჭიროებს მუდმივ განახლებას, საჭიროა განახლება, წინსვლა და მუდმივი მოძრაობა. მინდა გახაროთ, რომ არაფერი სასკანდალო არ არის, ყველაფერი კარგადაა . ერთი მინისტრი წავა, მეორე დაინიშნება. შეიძლება სხვა მინისტრი წავიდეს, ამაში პრობლემა არ არის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. კითხვაზე- იქნება თუ არა ეს სხვა მინისტრი ლევან ყიფიანი, პრემიერმა ასე უპასუხა: „დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ“.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)