13:51 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 07:13:58, 2418 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინას მიმართავს, „სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება“.

ადვოკატის განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტი მან უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში დღეს დილით შეიტანა.

"საიმიგრაციო სამსახურში აღნიშნული განაცხადის შეტანამ უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე. იმისათვის, რომ არ დავუშვათ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, გვსურს მისი სტატუსი გავაძლიეროთ სხვა სამართლებრივი სტატუსით. კერძოდ კი, მიენიჭოს სტატუსი "პირის სტატუსი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც უკრაინაში მუდმივად ცხოვრობს", - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ, ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია, მედიისგან შეიტყო და განმარტა, რომ ოფიციალურ უწყებას, აღნიშნულის თაობაზე მისთვის ჯერ არ უცნობებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics