13:13 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 12:33:47, 667 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა

ევროკავშირის პრესმდივანმა კრისტიან ვიგანდმა დაადასტურა, რომ ბრიუსელი კვლავაც მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას.

ბრიუსელში დაფუძნებული პორტალი Reporter (ყოფილი Euractiv) იუწყება, რომ საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას ითხოვს, თუმცა ევროკავშირი მის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისს თავმჯდომარეობა აინტერესებს და მზადაა ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს. თუმცა, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგება. პორტალი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის პრესმდივანმა კრისტიან ვიგანდმა დაადასტურა, რომ ბრიუსელი კვლავაც მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას და ალტერნატივებს არ განიხილავს.

ეუთო 2027 წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ჩიხში რჩება. კვიპროსი ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია, თუმცა თურქეთი მის ნომინაციას ბლოკავს. ეს საქართველოს ალტერნატივად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. გამოცემის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები განსაკუთრებით მტრულად არიან განწყობილნი საქართველოს კანდიდატურის მიმართ.

ეუთოს მინისტერიალის შემდეგი სხდომა 3-4 დეკემბერს ლუგანოში გაიმართება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics