13:32 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 05:50:29, 2590 ნახვა

მსოფლიო
„ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქარიშხალს მსხვერპლი კარიბის ზღვის აუზის საფრანგეთის ტერიტორიებზე მოჰყვა.

როგორც მედია წერს, კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლის გამო ინფრასტრუქტურა მთლიანად დაზიანდა, მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, „ირმასგან“ მიყენებული ზარალი ასობით მილიონ დოლარს აღწევს.

ამ ეტაპისთვის, ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, დროთა განმავლობაში, სტიქია უფრო გაძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქარიშხალი „ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის „ჰარვიზე“ ძლიერია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics