13:04 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 06:25:49, 2547 ნახვა

მსოფლიო
Gurdian: ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ, ბრიტანეთი მიგრანტების მიმართ ზომებს გაამკაცრებს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ოფიციალურად გასვლისთანავე თავისუფალი სამუშაო ძალის გადაადგილებას შეაჩერებს და ქვეყანაში მომუშავე უცხოელებს პირობებს გაუმკაცრებს, - ამის შესახებ Guardian ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება.

კონფიდენციალური დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში შესვლას მხოლოდ პასპორტით შეძლებენ. ამასთან, იმ პირების მიმართ, რომლებიც იქ რამდენიმე თვე აპირებენ დარჩენას, ბიომეტრიული სისტემა ამოქმედდება.

გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყანაში ევროკავშირიდან ჩასული დაბალკვალიფიციური სამუშაო კადრების ყოფნის ვადა 2 წელს არ გადააჭარბებს, ხოლო უფრო გამოცდილი პირებისთვის ეს ვადა 3-დან 5 წლამდე გაიზრდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics