|
2017-09-06 03:14:07, 2356 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7.00 პროცენტზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა არსებულ პროგნოზებთან შესაბამისობაშია. აგვისტოში წლიური ინფლაცია შემცირდა და 5.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, სტაბილურია ინფლაციური მოლოდინებიც. „აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება. საგარეო მოთხოვნა კვლავ დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე ტურიზმის შემოსავლები. იზრდება ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტის მოცულობა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.4 პროცენტია. ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის. აღსანიშნავია ასევე ლარიზაციის ზრდის ტენდენცია ფინანსურ სექტორში. მიმდინარე წლის განმავლობაში სესხების ზრდა ძირითადად ლარის სესხებით არის განპირობებული. ამასთანავე, ბოლო თვეების განმავლობაში იზრდება ლარით მოზიდული დეპოზიტებიც. ლარიზაციის ზრდა ამცირებს სავალუტო მერყეობის გავლენას განკარგვად შემოსავალზე და ხელს უწყობს საშუალოვადიან პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საშუალებებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)