2017-08-09 17:43:56, 2616 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში სამი გზის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე, ჯავის მე-3 შესახვევსა და ზედაზნის პირველ ჩიხში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამივე პროექტის ღირებულება 125000 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა.
ხევძმარის ქ. #10-ში 19 მ სიგრძის და 5 მ სიმაღლის კედელი აშენდა. ჯავის მე-3 შესახვევის #11-ში აშენებული კედლის სიგრძე 18 მეტრია, ზედაზნის პირველ ჩიხში კი 6 მეტრიანი კედელი გაკეთდა.
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 7 გზის დამჭერი საყრდენი კედელი მოეწყო. წლის ბოლომდე კიდევ 5 კედლის მშენებლობაა დაგეგმილი.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან